თანამედროვე სამუშაო გარემოში ადამიანების დიდი ნაწილი საათობით დგას ფეხზე ან, პირიქით, ხანგრძლივად ზის. ორივე შემთხვევაში ტერფზე მუდმივი დატვირთვა მოდის, რაც დროთა განმავლობაში იწვევს დისკომფორტს, ტკივილს და სხვადსხვა პრობლემას. ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება. რატომ ვითარდება ტკივილი? ხანგრძლივი დგომა იწვევს ტერფის კუნთების გადაღლას,რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ტერფის, წვივის და წე