top of page

Მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია


მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის დროულ დიაგნოსტიკას მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვაში, გადამწყვეტი როლი აქვს.


რაც უფრო ადრე ისმევა დიაგნოზი მით უფრო ადვილი მკურნალობის მეთოდი გამოიყენება და შედეგსაც უფრო სწრაფად ვიღებთ. მარტივად გასაგები რომ იყოს, მაგალითს მოვიყვან : მაღალი ხარისხის დისპლაზიის (ქვეამოვარდნილობის) დიაგნოზის შემთხვევაში 3 თვეზე ბავშვს ვმკურნალობთ კონსერვატიულად დაახლოებით 1 წლამდე და იშვიათი შემთხვევების გარდა 1 წლის ასაკისთვის პრობლემას უმტკივნეულოდ ვაგვარებთ.


დაგვიანებული დიაგნოზის და მკურნალობის გამო კი ასეთი პაციენტები ხდებიან საოპერაციო.



პრევენციისთვის საჭიროა ბავშვის ფართო შეხვევა, ბავშვს უნდა მიეცეს თავისუფლად მოძრაობის საშუალება დაბადებიდან, კარგია ე. Წ. სლინგი, ბავშვის ჭერა განზიდული ქვედა კიდურებით და განზიდვის ვარჯიშები.


რა ძირითადი ფაქტორები შეიძლება გახდეს დისპლაზიის განმაპირობებელი?


დისპლაზიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია:


გენეტიკური


ენდოკრინული: ორსულობის დროს გამოყოფილი ჰორმონი რელაქსინი, რომელიც დედის კუნთების მოდუნებას იწვევს და ნაყოფის კუნთებზეც მოქმედებს.


მექანიკური: მოძრაობის შეზღუდვა მუცლადყოფნის ან შემდგომ პერიოდში ნაყოფის მდებარეობის ან შემდეგ შეკრულ მდგომარეობაში ყოფნის გამო


საყურადღებოა ბავშვები:

  1. რომლებიც მუცლად ყოფნის დროს იყვნენ ჯდომით ან გარდიგარდმო პოზიციაში.

  2. ტყუპები

  3. ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობის შემდგომ დაბადებულები.

  4. საშვილოსნოს ტონუსით მიმდინარე ორსულობიდან დაბადებულები.

  5. ხანდაზმული მშობლები.



მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის გამოსარიცხად ექოსკოპიის ჩატარება განვითარებულ ქვეყნებში სავალდებულოა. მაგალითად, გერმანიაში 4-6 კვირამდე ყველა ბავშვს უტარდება მენჯ-ბარძაყის სახსრების ექოსკოპია. ჩვენი რეკომენდაციაც ასეთია: მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის გამოსარიცხად ექოსკოპიური გამოკვლევა 4-6 კვირაზე ან 3 თვიდან საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ასაკის მატებასთან ერთად ტორსის და კიდურების დაავადებები პროგრესირებს, ყალიბდება ხერხემლის სვეტის და კიდურების მყარი დეფორმაცია. მნიშვნელოვნად რთულდება ან საერთოდ შეუძლებელი ხდება განკურნება, ამიტომ დიაგნოზის ადრეულ დასმას და მკურნალობის დროულ დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


რა ფაქტორებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება დისპლაზიის პრევენციისთვის?




მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და ქვევით ჩამოთვლილი ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს ორთოპედს, თუ:

  • ქვედა კიდურებზე ნაოჭების ასიმეტრიაა.

  • განზიდვის შეზღუდვაა ან პირიქით ჰიპემობილური სახსარი.

  • მარქს-ორთოლანის ნიშანი – განზიდვისას ჩაყენება(ტკაცუნის) ხმით.

  • ქვედა კიდურის თვალით შესამჩნევი სიმოკლე.

  • დისპლაზიის პრევენციისთვის ბავშვი უნდა გვყავდეს თავისუფლად. არ შეიძლება ბავშვის მჭიდროდ შეკვრა და აკვანში ჩაწვენა. ქვემო კიდურები უმჯობესია იყოს განზიდულ მდგომარეობაში. კარგია, თუ ბავშვი სიფხიზლის დროს იწვება მუცელზე, მაგარ ზედაპირზე 4 თვიდან. 7-8 თვიდან დაიწყებს ხოხვას და იხოხებს ბევრს



194 views0 comments

Comments


bottom of page