top of page

ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენების შემთხვევები - გაიგეთ, გჭირდებათ თუ არა ის

ტერფს ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათ, პირდაპირი გაგებით, სხეულის

მთელი წონის ტარება უწევთ. ამიტომ ტერფების მოვლა ზოგად ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილი უნდა იყოს.

ტერფის პათოლოგიების საკმაოდ დიდი სპექტრი არსებობს, მაგალითად: ბრტყელტერფიანობა, ტერფმრუდობა, ღრუ ტერფი, ნამგლისებრი ტერფი, დიაბეტური ტერფი.

თითოეულ ამ დაავადებას მკურნალობის განსხვავებული მეთოდი აქვს. თუმცა ტერფის პათოლოგიების დროს სასურველი შედეგის მისაღებად და ხანგრძლივად შესანარჩუნებლად, დიდი როლი აკისრია ინდივიდუალურ ღაბაშს (სუპინატორი, პრონატორი და კორექტორი). კლინიკა „ტერდი“, რომელსაც ტერფის პრობლემების მკურნალობისა და ინდივიდუალური ღაბაშების დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, გვირჩევს, როდის არის საჭირო მისი გამოყენება:


ინდივიდუალური ღაბაში დეფორმული ტერფის დროს


დეფორმული ტეფის დროს, ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება უზრუნველყოფს ტერფის სრულფასოვან მუშაობას, სასიარულო ღერძის გამოსწორებას, ფიზიოლოგიური ყრდნობის უბნებზე ზეწოლის კორეგირებას, იცავს ტერფს გართულებებისგან და ხსნის არსებულ ტკივილებს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ აბსოლუტურად სიმეტრიული არავინაა. ამდენად, შესაძლებელია ეს დეფორმაციები ერთ ტერფზე უფრო მეტად იყოს გამოხატული, მეორეზე კი – ნაკლებად. ეს კი ძალიან უარყოფითად მოქმედებს ხერხემალზე. ბავშვთა დიაგნოსტიკა შესაძლებელია 4 წლიდან. თუ რომელიმე პათოლოგია გამოვლინდა, ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს ინდივიდუალური ღაბაში, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ტერფის პათოლოგია არ გართულდეს, არ გაღრმავდეს. ასეთი მიდგომით შესაძლოა 14 წლამდე მდგომარეობა გამოსწორდეს, მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი და შემდგომ უკვე შენარჩუნებაზე ვიმუშაოთ, იმისათვის, რომ დავიცვათ ხერხემალი, ეს ყველაზე მთავარია მოზარდებთან.

ზრდასრულებთან ტერფის ფორმა არ იცვლება, მაგრამ ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენებით იხსნება ჩივილები და ტერფს და ზოგად ჯანმრთელობას ვიცავთ შემდგომი გართულებისგან.



სპორტული დატვირთვის დროს, ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება იცავს ტერფს ტრავმისგან. სპორტსმენი არის უფრო სწრაფი, მოქნილი. აქვს უკეთესი მონაცემები. იმ შემთხვევაში თუ სპორტის დროს გამოხატულია ტერფის პათოლოგია ინდივიდუალურ ღაბაშს აქვს, როგორც სამკურნალო, ასევე  საკორექციო ეფექტი.


სპორტული სუპინატორი სპორტსმენს აძლევს საშუალებას, რომ მისი ორგანიზმის რეზერვი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს და გააუმჯობესოს მონაცმები. ის იცავს როგორც ხერხემალს, ასევე მუხლებს და ყველა სახსარს გადატვირთვისგან და ტკივილისგან.


ინდივიდუალური სპორტული ღაბაშის გამოყენება მნიშვნელოვანია ისეთი სპორტული დატვირთვების დროს, როგორიცაა: ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, რაგბი, მძლეოსნობა და ფარიკაობა.


ინდივიდუალური ღაბაში ვენური უკმარისობისა და სხვა დაავადებების დროს


ინდივიდუალური ღაბაში ინიშნება ლიმფოსტაზისა და ვენური უკმარისობის დროსაც, ტუმბოს ფუნქციის გასაძლიერებლად. ქრონიკული ვენური უკმარისობა ეს არის დაავადება, რომელსაც იწვევს ქვედა კიდურების ვენების დაზიანებული ან/და სუსტი სარქვლები. ამ სარქვლებით ვენებში სისხლი გადადის ქვედა კიდურებიდან გულის მიმართულებით. დეფექტური ან დაზიანებული სარქვლების არსებობის დროს სისხლი გადანაწილდება სხვა ვენებში და რიგ შემთხვევებში სითხე ქვედა კიდურების ქსოვილებშიც გადადის, რაც ქვედა კიდურების შეშუპებით ვლინდება. ამ დროს ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება ვენების შესაბამის მკურნალობასთან ერთად საკმაოდ ეფექტურია.




კლინიკა „ტერდში“ ასევე აღნიშნავენ, რომ ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება, რადგან ამ დრომდე ცხიმის საფარველი არ არის გალეული. შეიძლება ითქვას, რომ 4 წლამდე ყველა ბავშვი ბრტყელტერფიანია და სწორედ ამ დროს ხდება ტერფის თაღის ჩამოყალიბება.


Clinic Terdi - https://www.terdi.org/

36 views0 comments

Comments


bottom of page