top of page

Რა არის სქოლიოზი და რამდენად გავრცელებული დაავადებაა ბავშვებში?


სქოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ბავშვებში.


სქოლიოზის გამომწვევი მიზეზი, ზოგადად ჯანმრთელ ბავშვებში, ძირითად შემთხვევაში უცნობია. ცერებრალური დამბლით პაციენტებში მეორადად განვითარებული სქოლიოზი ხშირია.

ასევე გვხვდება თანდაყოლილი ხერხემლის სქოლიოზი, რომელიც ხერხემლის სვეტში შემავალი ძვლების ანომალიით არის გამოწვეული, მაგალითად, ნახევარ მალებით.


სქოლიოზი შესაძლებელია ტრავმის შემდგომაც ჩამოყალიბდეს.


- Ძირითადად რა ასაკში ხდება ამ Პრობლემის აღმოჩენა, როდის მოგმართავენ?

- მშობლები ძირითადათ მოგვმართავენ ბავშვის სქესობრივი მომწიფების ასაკში, რადგან სწორად ამ დროს ხდება დეფორმაციის გაღრმავება და მათთვის შესამჩნევი ხდება ხერხემლის კუნთების ასიმეტრია. სამწუხაროდ, აღნიშნულ ვადაზე აღმოჩენილი სქოლიოზის მკურნალობა ძირითადად უშედეგოა.


- Რას ურჩევთ მშობლებს, რა სიმპტომებს უნდა დააკვირდნენ?

- მშობლებს ვურჩევთ დააკვირდნენ ბავშვებს, მიაქციონ ყურადღება მხრების, ზემხრების, ძუძუს დვრილების დგომას, წელის სიმრუდეს, ხომ არ არის სადმე ასიმეტრია.


- Როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

- დიაგნოზის დასმა ძირითადად ხდება კლინიკური გასინჯვის და რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.



მკურნალობა ინიშნება სქოლიოზის ხარისხის შესაბამისად.

- რამდენად მნიშნელოვანია ფიზიკური აქტივობა და რა ტიპის აქტივობებს ურჩევთ?

- იმისთვის, რომ სქოლიოზის ხარისხმა არ მოიმატოს, უმჯობესია ბავშვებმა იარონ სპორტის ისეთ სახეობაზე, სადაც სხეულის ორივე მხარე იტვირთება თანაბრად, მაგალითად: ცურვა, ფეხბურთი, თხილამურები, ცხენით ჯირითი… კარგია ქართული ცეკვა, ეზოს აქტივობები, სამკურნალო ფიზკულტურა სქოლიოზის ხარისხის და გამრუდების მიმართულების მიხედვით. არ არის რეკომენდებული ხანგრძლივად ჯდომა, პასიური ცხოვრების წესი.




სქესობრივი მომწიფების ასაკის დასრულებამდე, აუცილებელია კონტროლი დინამიკაში.




60 views0 comments

Recent Posts

See All

Kommentare


bottom of page