top of page

ექიმი - თამარ ჭიჭინაძე სტუმრად გადაცემაში - პირადი ექიმი თემა "ბრტყელტერფიანობა სუპინატორი"




ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ( ბრტყელტერფიანობა სუპინატორი) გვესაუბრება ტერფის ფუნქციური დიაგნოსტიკისა და კორექციის ცენტრ “ტერდის” სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი თამარ კოტარია


არსებობს თუ არა მეთოდი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ტერფის მდგომარეობას?

ასეთი მეთოდია ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომლის მეშვეობითაც ვადგენთ ტერფის ბიომექანიკურ მაჩვენებლებს: სიარულისას თითოეულ სანტიმეტრზე წარმოქმნილ წნევას, ძალას თავად ნაბიჯის გადადგმის დროს. კვლევა დინამიკურია _ პედოგრამა (ტერფის კომპიუტერული გამოსახულება) სიარულის დროს იწერება. შედეგად ვიღებთ ინფორმაციას ტერფის ფორმის, სასიარულო ღერძის მდებარეობის, ყრდნობის უბნებისა და სხვათა შესახებ. თუ რომელიმე პარამეტრში დარღვევა აღმოვაჩინეთ, ვუნიშნავთ სამკურნალო-საკორექციო ღაბაშს ან, როგორც ხალხში უწოდებენ, სუპინატორს. ეს უკანასკნელიც კომპიუტერულ რეჟიმში პედოგრაფიული მონაცემების საფუძველზე მზადდება. ამგვარად, თითოეულ პაციენტს ტერფის სავსებით ინდივიდუალური საკორექციო საშუალებას ვურჩევთ. ბრტყელტერფიანობა სუპინატორი



ღაბაში ტერფის ანტაგონისტია, რომელიც  ადამიანს აიძულებს, გააკეთოს ნორმალური ბიჯი. ამდენად, მის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.

რა ასაკშია ყველაზე ეფექტური ღაბაშით/სუპინატორით მკურნალობა?

კორექციის დასაწყებად საუკეთესოა ასაკი 4-დან 8 წლამდე. ძვლოვანი სტრუქტურა სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება, ამიტომ ჩარევაც მეტად ეფექტურია. ღაბაშით კორექციის პარალელურად ბავშვს სპეციალური ვარჯიშები, ცურვა ენიშნება, თავად კორექციის პროცესი კი ძალზე მარტივია – ადამიანი დადის და თან მკურნალობს.


27 views0 comments
bottom of page