top of page

ბრტყელტერფიანობამ შეიძლება ხერხემლის გამრუდება, მხედველობის და თანკბილვის დარღვევა გამოიწვიოს

ბრტყელტერფიანობა  გლობალურად საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. როგორც წესი, ის ბავშვობაში იწყება და არასათანადო ყურადღებისა და მკურნალობის შემთხვევაში ზრდასრულობაში სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანს.



ბრტყელტერფიანობის დროს სხეულის სიმძიმით გამოწვეული დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება ტერფზე და იწვევს ადვილად დაღლას, წვივების ტკივილს. მოგვიანებით, ეს სიმპტომები სქოლიოზსა და სხვა უფრო სერიოზულ გართულებებში გადაიზრდება. თუ ამ პრობლემას მშობელმა ყურადღება არ მიაქცია, ხერხემლის გამრუდება მხედველობის პრობლემებსა და თანკბილვის დარღვევას გამოიწვევს. ამიტომ, ტერფის მკურნალობით უნდა დაიწყოთ და შემდეგ მიხედოთ მის მიერ პროვოცირებულ სხვა დაავადებებს.


აღსანიშნავია, რომ არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა. ბრტყელტერფიანობა არის სიგრძივი, განივი, კომბინირებული. თითოეულ მათგანს გააჩნია სამი ხარისხი. დაავადების გამომწვევი მიზეზებია: გენეტიკა, ტრავმა, სუსტი ტერფი და სხვა.


თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში, სასურველია მკურნალობა 4 წლის ასაკიდან დავიწყოთ. 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრტყელტერფიანობის დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. 4 წლის ასაკში ტერფზე ცხიმის საფარველის გალევა ხდება და თაღი ჩამოყალიბებას იწყებს. სწორედ ამ პერიოდში დაწყებული მკურნალობა გვაძლევს საუკეთესო შედეგს. ეს პროცესი 8 წლამდე გრძელდება. მკურნალობაზე ნაწილობრივი დაქვემდებარება 8–დან 14 წლამდე ხდება, შემდეგ მიღებული შედეგის შენარჩუნება და გართულებებისგან თავის დაცვა უნდა მოხდეს.


შეძენილი ბრტყელტერფიანობა ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ჩნდება. წონა, დატვირთვა, ასაკი, ჰორმონალური ცვლილება დროთა განმავლობაში შეძენილ ბრტყელტერფიანობაში გადადის. შეძენილი ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი რესორულ ფუნქციას, ამორტიზაციას კარგავს, თაღი ჯდება და იწყება ვალგუსი ანუ ტერფი შიგნით ტრიალდება.


ნებისმიერი ტიპის ბრტყელტერფიანობის დროს პაციენტი ფიზიკურ დატვირთვას ვერ იტანს. მას აწუხებს სიმძიმის შეგრძნება, როგორც ტერფის, ისე მუხლის და მენჯ-ბარძაყის, ასევე წელის ტკივილი.

პრობლემის მოგვარების ოქროს სტანდარტია ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადება.


კლინიკა „ტერდში“, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს,  ტარდება ტერფის ბიომექანიკური პარამეტრების დადგენა და კორექცია ინდივიდუალური სამკურნალო ღაბაშის მეშვეობით. თითოეულ სუპინატორს სხვადასხვა ამორტიზაცია გააჩნია და განსხვავებული პრობლემების დროს გამოიყენება.

სუპინატორი ასწორებს არა მხოლოდ სიარულის მანერას, არამედ იცავს ხერხემალს გამრუდებისგან.




კლინიკა „ტერდში“ ინდივიდუალური ღაბაშის დამზადების შემდეგ ექიმი პაციენტს სახლში გასაკეთებელ ვარჯიშებსაც ასწავლის. აღნიშნული ვარჯიშები აუმჯობესებს მიკროცირკულაციასა და რესორულ ფუნქციას. სუპინატორის სისტემატურად ტარების პარალელურად, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა დღეში 15-20 წუთის განმავლობაში ივარჯიშონ. ასე სასურველი შედეგის მიღწევა ბევრად უფრო მარტივდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბრტყელტერფიანობის დროს არ უნდა მოხდეს ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა, უბრალოდ სხვადასხვა ტიპის ფიზიკური აქტივობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურით სუპინატორით.


ფართო საზოგადოებაში მიჩნეულია, რომ ბავშვმა სიარული ორთოპედიული ფეხსაცმლით უნდა დაიწყოს და ეს ბრტყელტერფიანობის საუკეთესო პრევენციაა. თუმცა ეს მითია, რომლისაც, სამწუხაროდ, ბევრს სჯერა. „ტერდის“ სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი ექიმის დანიშნულების გარეშე არ ჩააცვან. სასურველია, ბავშვმა ფეხის ადგმისთანავე ხშირად იაროს ფეხშიშველმა. ამ შემთხვევაში ის სიარულსაც უფრო მარტივად სწავლობს და წონასწორობასაც უფრო ადვილად იცავს.




ბრტყელტერფიანობის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, სათანადოდ იყოთ დაკავებული ფიზიკური აქტივობით, სწორად შეარჩიოთ ფეხსაცმელი და საჭიროების შემთხვევაში სუპინატორი, აკონტროლოთ წონა, მინიმალური სიმპტომის დაფიქსირებისთანავე მიმართოთ სპეციალისტს.


Clinic Terdi - https://www.terdi.org/

90 views0 comments
bottom of page