ტერფს რთული ანატომიური აგებულება აქვს და შედგება 28 ძვლისა და 20 სახსრისაგან, აქვს 24 პოზიცია. ამიტომ ტერფს განიხილავენ არა როგორც ანატომიურ არამედ როგორც ,,ფუნქციურ’’ ერთეულს.
ტერფი ისევე როგორც მტევანი, სამი ნაწილისგან შედგება. ესენია: უკანა ტერფი, წინა ტერფი და თითები. ადამიანის ტერფის რთულ აგებულებას უშუალო კავშირი აქვს ვერტიკალური დგომისა და ლოკომოციის ბიომექანიკურ მოთხოვნებთან დიდ სიმაღლეზე მდებარე და სისტემურად მერყევი სიმძიმის ცენტრისთვის სათანადო ფართობის საყრდენი ზედაპირის შექმნა, მთელი სხეულის რყევების ამორტიზირება, ტერფის ელასტიურობა, რაც სიმძიმის ცენტრის გადაადგილების შესაბამისად საყრდენი წერტილის სწრაფი გადანაცვლება საშუალებას იძლევა.
უკანა ტერფის ძვლები წარმოადგენს სხვადასხვა ფორმისა და ზომის შვიდ ძვალს, რომლებიც ორ რიგად არიან განლაგებულნი. პირველი რიგი ორი მსხვილი - კოჭისა და ქუსლის ძვლისაგან შედგება, მეორე რიგში კი დაახლოებით თანაბარი კონფიგურაციისა და ზომის ხუთი ძვალია. წინა ტერფის ძვლები ხუთი მოკლე ლულოვანი ძვლით არის წარმოდგენილი, ტერფის თითების ძვლები კი სამ რიგად განლაგებული ფლანგებით.
ადამიანის ტერფი, მიუხედავად სხვა ძუძუმწოვართა ტერფებთან მორფოლოგიური მსგავსებისა, ბიომექანიკური თვისებებით მათგან საგრძნობლად განსხვავდება, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისი თაღოვანი აგებულებით გამოიხატება. განასხვავებენ ადამიანის ტერფის გასწვრივ და განივ თაღებს.
განასხვავებენ ბრტყელტერფიანობის რამოდენიმე ფორმას, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:
1.სტატიკური ბრტყელტერფიანობა-დაკავშირებულია ქვემო კიდურების ქრონიკულ დატვირთვასთან. უვითარდებათ დისპლაზიური (არასწორად განვითარებული) შემაერთებელი ქსოვილის მქონე ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ კუნთების და მყესოვანი სისტემის ტონუსის დაქვეითება.
2.ტრავმული ბრტყელტერფიანობა-გამოწვეულია ძვლების არასწორად შეხორცებით. წინატერფის, ქუსლის ძვლის, კოჭ-წვივის ან მუხლის სახსრის, მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ხერხემლის დაზიანებისას;
3.პარალიზური ბრტყელტერფიანობა განპირობებულია ნერვული სისტემის დაზიანებით-ქვემო კიდურების სპასტიკური პარეზით.
4.რაქიტული ბრტყელტერფიანობა-განპირობებულია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დარღვევით, ოსტეომალაციით, მყესოვანი და კუნთოვანი სისტემის მოდუნებით.
ბრტყელი ტერფი სიარულისას ზამბარასავით დრეკადი აღარ არის. სწორედ ეს იწვევს ტკივილსა და ადვილად დაღლას. გასწვრივი თაღის გაბრტყელება ტერფის დაგრძელებას განაპირობებს. ეს პაციენტს აიძულებს ნორამლურთან შედარებთ ერთი ან ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი ატაროს. განივი თაღის გაბრტყელების შედეგად თითების ძირთან ტერფი ფართოვდება, ფეხისგულზე ხშირია ე.წ (კოჟრი), დიდ თითზე კი ძვლოვანი წანაზარდი (ვალგუსური დეფორმაციით გამოწვეული).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება დიაბეტური ტერფის შემთხვევაში, როდესაც გამოხატულია როგორც ანგიოპათია ისე ნეიროპათია (მგრძნობელობის მოშლა)
ბრტყელტერფიანობასთან კონბინაციაში ხშირად არის:
სკოლიოზი, კოქსართროზი, კიფოზი.
ოსტეოქონდროზი
ხერხემლისა და ზურგის კუნთების ტკივილი
ლიმფოვენური უკმარისობა
მძიმე ფეხის სინდრომი
Comments