1 min
Updated: Jul 18, 2023
სქოლიოზის გამომწვევი მიზეზი, ზოგადად ჯანმრთელ ბავშვებში, ძირითად შემთხვევაში უცნობია. ცერებრალური დამბლით პაციენტებში მეორადად განვითარებული სქოლიოზი ხშირია.
სქოლიოზი შესაძლებელია ტრავმის შემდგომაც ჩამოყალიბდეს.
- Ძირითადად რა ასაკში ხდება ამ Პრობლემის აღმოჩენა, როდის მოგმართავენ?
- მშობლები ძირითადათ მოგვმართავენ ბავშვის სქესობრივი მომწიფების ასაკში, რადგან სწორად ამ დროს ხდება დეფორმაციის გაღრმავება და მათთვის შესამჩნევი ხდება ხერხემლის კუნთების ასიმეტრია. სამწუხაროდ, აღნიშნულ ვადაზე აღმოჩენილი სქოლიოზის მკურნალობა ძირითადად უშედეგოა.
- Რას ურჩევთ მშობლებს, რა სიმპტომებს უნდა დააკვირდნენ?
- მშობლებს ვურჩევთ დააკვირდნენ ბავშვებს, მიაქციონ ყურადღება მხრების, ზემხრების, ძუძუს დვრილების დგომას, წელის სიმრუდეს, ხომ არ არის სადმე ასიმეტრია.
- Როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
- დიაგნოზის დასმა ძირითადად ხდება კლინიკური გასინჯვის და რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.
მკურნალობა ინიშნება სქოლიოზის ხარისხის შესაბამისად.
- რამდენად მნიშნელოვანია ფიზიკური აქტივობა და რა ტიპის აქტივობებს ურჩევთ?
- იმისთვის, რომ სქოლიოზის ხარისხმა არ მოიმატოს, უმჯობესია ბავშვებმა იარონ სპორტის ისეთ სახეობაზე, სადაც სხეულის ორივე მხარე იტვირთება თანაბრად, მაგალითად: ცურვა, ფეხბურთი, თხილამურები, ცხენით ჯირითი… კარგია ქართული ცეკვა, ეზოს აქტივობები, სამკურნალო ფიზკულტურა სქოლიოზის ხარისხის და გამრუდების მიმართულების მიხედვით. არ არის რეკომენდებული ხანგრძლივად ჯდომა, პასიური ცხოვრების წესი.
სქესობრივი მომწიფების ასაკის დასრულებამდე, აუცილებელია კონტროლი დინამიკაში.