top of page

ტრანზიტორული კოქსიტი და მისი გამომწვევი მიზეზები


ტრანზიტორული კოქსიტი (მენჯ-ბარძაყის სახსრის სურდო), არის სიმპტომი, რომელიც ძირითადად თან ახლავს ბავშვის ვირუსით ან ინფექციით გამოწვეულ დაავადებას, ე.წ. გაციებას, გრიპს, ბავშვთა ინფექციურ დაავადებებს, გასტრო-ინტესტინულ ინფექციას, ყელის ტკივილს, სურდოს, აცრას…


ტრანზიტორული კოქსიტი ძალიან ხშირია 2-7 წლამდე ასაკის ბავშვებში. იწყება ტკივილით და კოჭლობით მენჯ-ბარძაყის სახსარში. ტკივილი იწყება ძირითადად დილას, გაღვიძებისთანავე. ზოგჯერ ბავშვი უარს ამბობს საწოლიდან ადგომაზე, საწოლში მოძრაობაზე ან დგება და სიარულს იწყებს კოჭლობით.


უმეტეს შემთხვევაში ტრანზიტორული კოქსიტი უკვალოდ გადის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, რომელიც გულისხმობს რამდენიმედღიან წოლით რეჟიმს და არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებას ორთოპედის დანიშნულებით.


თუმცა მშობლებს ვურჩევ, არ დაიწყონ მკურნალობა სახლში და აუცილებლად მიმართონ ორთოპედს, გართულების თავიდან ასაცილებლად.


ტრანზიტორული კოქსიტი მიმდინარეობის მიხედვით ძალიან ჰგავს სეპტიურ ართრიტს ან ლეგ-კალვე-პერტესის დაავადების დასაწყისს. ამის გამო აუცილებელია დიაგნოზის დროულად დაზუსტება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად!


დიაგნოზის დასასმელად საჭიროა მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპიური გამოკვლევა, სისხლის ანალიზი (ც-რეაქტიული ცილა, ედს).

60 views0 comments

Comentarios


bottom of page