top of page

ტერფი სხვადასხვა ასაკში


ასაკობრივი ცვლილებების შესწავლა და მათი კორექცია მეტად აქტუალურია თანამედროვე გერენტოლოგიაში. რადგან ამით განისაზღვრება აქტიური ცხოვრების ხანგძლივობა და მისი ხარისხი.


ისევე როგორც ორგანიზმის ყველა სისტემა, ძვალ-სახსროვანიც მუდმივად იცვლება. ეს ცვლილება განპირობებულია როგორც გენეტიკური კოდით, ასევე იმ გარემოთი, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.


ბავშვის ტერფი იცვლება ძირითადად ზრდის პროცესში. ზრდასრულებში ტერფის ცვლილებები დამოკიდებულია არამხოლოდ ასაკობრივ ცვლილებებზე, რომლებიც თავისთავად მიმდინარეობს არამედ , ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა : ცხოვრების სტილი, შრომითი აქტივობა, სპორტი, სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც ცხოვრების მანძილზე შესაძლოა არსებობდეს.


ორიდან - 17 წლამდე ტერფი იცვლება არათანაბრად. 7 წლამდე ტერფის სიგრძე წელიწადში ერთი მილიმეტრით იმატებს . 7 – 11 წლმადე 4 მმ - ით. 12 წლისთვის გოგონების ტერფის ზრა მცირდება და 15 წლისთვის თითქმის ჩერდება. ტერფის ფორმა ყალიბდება პუბერტადის ასაკში. ზრდასრულობის ასაკში ტერფის „დაღლასთან“ დაკავშირებით ის მნიშვნელოვნად იზრდება, 73% ში თაღი მცირდება 4% - ით, საწყისთან შედარებით სიგრძე იმატებს 10 მმ -ით , სიგანე 7 მმ - ით. ეს თავისთავად არის ტენდენცია ბრტყელტერფიანობისკენ. 11% - ში აღინიშნება თაღის აწევა (გაღრმავება)


ითვლება, რომ ტერფის ზომები იცვლება ტერფის გაგანიერების ხარჯზე. იზრდება პირველი თითის კუთხე ტერფის მიმართ. ქალების ტერფი იცვლება უფრო მეტად ვიდრე კაცების. ტერფის დატვირთვაზე რეაქციის მიხედვით არსებობს შემდეგი კლასიფიკაცია:



თაღების უკმარისობის განვითარების მიზეზი არის ტერფების ქრონიკული გადაძაბვა.



40 views0 comments

Comentarios


bottom of page