შიდა ტენიან გარემოში ხანგრძლივად ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს ტერფის და ფეხის სერიოზული დაზიანება. ამ დროს კატეგორიულად მიუღებელია თვითმკურნალობა, რადგან მას შეიძლება გარკვეული გართულებები მოყვეს. სიცივის ხანმოკლე ზემოქმედებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ კანის, არამედ ხშირად მის ქვეშ მდებარე რბილი ქსოვილების დაზიანება. სიცივის შედეგად მიღებული ერთჯერეადი ტრავმა (თუ არ მოხდა მისი სრულფასოვნად მკურნალობა) შესაძლოა მომავალში გახდეს ამ უბნის სიცივის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის მიზეზი. ეს არის სიცივესთან ასოცირებული ტრავმები.
განსაკუთრებით საყურადღებო არიან ის ადამიანები , რომელბიც მუშაობენ ან ვარჯიშობენ ზამთარში გარეთ.
არსებობს ადგილობრივი და ზოგადი მიზეზები.
1. არასაკმარისად შეფუთული ტერფი
2. ძალიან მჭიდრო ფეხსაცმელი და წინდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზეწოლა ტერფის გარკვეულ უბიზნბზე და სიცივის ფონზე დაქვეითებული მიკროცირკულაცია კიდევ უფრო დათრგუნოს.
3. განიერი ფეხსაცმელი, რომელიც იწვევს არასასურველი სითბოს კარგვას.
4. ტერფის ოფლიანობა - ჭარბი ტენის არსებობა ტერფის მიდამოში იწვევს სითბოკარგვის მომატებას.
ტერფის მიკროკლიმატისთვის მნიშვნელოვანია წინდის და ფეხსაცმლის ხარისხი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინდების და ფესაცმლის შიგნითა შრის ხარისსხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ტენისა და სითბოს რეგულაციას.
კოტონის წინდები სიცივეში მიზანშეწონილი არ არის , რადგან სველდება , იჭერს ტენს და ვერ ორთქლდება.
21 - ე საუკუნის დასაწყისში ამ სიტუაციისთვის შექმნილია სპეციალური მასალისგან დამზადებული პოლიპროპლენის წინდები, მისი ქსოვილი სპეციფიური შენების არის და მისი ბოჭკოების განლაგება უზრუნველყოფს სწრაფ აორთქლებას. ე.ი. ხორცილედება სწრაფი და სრულფასოვანი აერაცია , რაც თავის მხრივ სწორ თერმორეგულაციას უზრუნველჰყოფს.
1 ჰიპოვოლემია ( ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება)
2. ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დაბალი მაჩვენებელი)
3. ჰიპოტონია - დაბალი წნევა
4. არასაკმარისი კვება
5. სხეულის მცირე მასის მქონე ადამიანი - რომელსაც ცხიმოვანი შრე სუსტად აქვს განვითარებული
6. თამბაქო და ალკოჰოლი. ყველასთვის ცნობილია, რომ თამბაქოს მოხმარება იწვევს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დაქვეითებას (სპაზმს), რა თქმა უნდა ეს სიცივეში უფრო გამოხატულია.
ალკოჰოლი პირიქით - იწვევს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას, მცირე კალიბრის სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე. ეს კი იწვევს აქტიურ სითბოკარგვას.
ზოგადი თერმორეგულაციის დარღვევა და გადაციება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გამოხატულია სხეულის წარზიდულ ნაწილებზე , ყველაზე მეტად ცხვირზე , ტერფზე და ხელის თითებზე.
Comments