Search

ტერფი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც შედგება 28 ძვლისაგან, 20 სახსრისგან და ახორციელებს 24 პოზიციას. ის ასრულებს 3 მთავარ ფუნქციას: 1. ამორტიზება – ის ამცირებს სხეულის რყევებს; 2. ბალანსირება – აწონასწორებს სხეულის ნაწილების მდებარეობას სიარულისა და დგომის დროს; 3. რესორული ფუნქცია – ტერფის ელასტიურობა და დრეკადობა უზრუნველყოფს სიმძიმის ცენტრის გადაადგილების შესაბამისად საყრდენი წერტილების სწრაფ გადანაცვლებას.

ტერფის პრობლემები გვხვდება როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ასევე ბავშვებშიც. მისი მკურნალობა ადრეული ასაკიდანაც შეიძლება. ბავშვთა ორთოპედის დანიშნულების მიხედვით, 4 წლამდე ბავშვისთვის შესაძლებელია სტანდარტული ორტეზული სუპინატორის გამოყენება. 4 წლიდან კი - კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარება და სამკურნალო საკორექციო ღაბაშის დამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე მშობელმა პატარა მიიყვანოს ბავშვთა ორთოპედთან, რადგანაც ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება ყველაზე ეფექტურია 4-დან 8 და ნაწილობრივ 12 წლამდე. საერთოდ, სუპინატორის გამოყენებისთვის ასაკი არ არის შეზღუდული. იგი ზრდასრულებს იცავს სხვადასხვა გართულებისგან. ხსნის არსებულ ჩივილებს, როგორიცაა: სიმძიმის შეგრძნება, წვის შეგრძნება, ტკივილი კოჭის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის არეში.


ქავთარაძის 40, მე-3 სართული

ტელ.: +995 322 253 602