top of page

კისერმრუდობა

კუნთოვანი კისერმრუდობა საყრდენ - მაოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი ანომალიაა. გამოწვეულია მკერდლავიწისებრი კუნთის ბოჭკოების განუვითარებლობით, მისი ჰიპოპლაზიით ან აპლაზიით ცალ მხარეს, იშვიათად ორივე მხარეს. ახალშობილებში ის მეტი სიხშირით ვრცელდება, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებში.

პათოლოგია გამოწვეულია ემბრიონზე სხვდასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. 80 % შემთხვევაშ კუნთოვანი კისერმრუდობა აღენიშნებათ ჯდომით წინამდებაროებაში დაბადებულ ბავშვებს.



კისერრმრუდობა


ძირითადი კლინიკური ნიშნნები:

  • თავის გვერდზე გადახრა პათოლოგიის მხარეს, სახის მიბრუნება საპირისპიროდ;

  • სახის ნაკვთების, თავის ქალის ასიმეტრია ჰიპოპლაზიით პათოლოგიის მხარეს;

  • ზემხრის მაღალი დგომა პათოლოგიის მხარეს;

  • ხერხემლის გადახრა კისრის არეში ჯანმრთელ მხარეს და გულ - მკერდწელის არეში - პათოლოგიის მხარეს;

  • თავის გადახრის შეზღუდვა ჯანმრთელ მხარეს.


კუნთოვანი კისერმრუდობის მკურნალობა იწყება კკონსევატიული მეთოდით. ის კოპლექსურია და ხანგრძლივი. მკურნალობის მიზანია: დაზიანებული კუნთის მოდუნება, გაწელვა, ჯანმრთელი კუნთისტონუსის გაძლიერება.

6 views0 comments

Comments


bottom of page