ქავთარაძის 40, მე-3 სართული

ტელ.: +995 322 253 602

Search

ბრტყელტერფიანობა

ტერფი სხეულის ,,ფუნდამენტია'' და მასში არსებული დარღვევები იწვევს ცვლილებებს მთელ ძვალ-სახსროვან სისტემაში. მოსახლეობის 80%-ს აღენიშნება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ტერფის დეფორმაციასთან.

ბრტყელტერფიანობა არის ტერფის გავრცელებული პათოლოგია, რომლის დროსაც ტერფი ფორმას იცვლის, თაღი ეშვება და ამორტიზაციის უნარს კარგავს. მისი შესაძლო გამომწვევი მიზეზებია: მემკვიდრეობა, ასაკი, ტრამვა, პროფესია, ორსულობა, ჭარბი წონა...

ბრტყელტერფიანობა იზოლირებულად არასოდეს არ გვხვდება. მას თან სდევს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა: ტერფის მხრივ: სხვადასხვა ფასციიტები, ქუსლის დეზი, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, აქილევსის მყესის დაზიანება.

ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: სკოლიოზი, კოქსართროზი, დისკის თიაქარი, ხერხემლისა და ზურგის კუნთების ტკივილი.

ქვემო კიდურის ვენური სისტემის დაავადებები: ვარიკოზული დაავადება, ლიმფო-ვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი.

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ეფექტურია მოზარდებში (როდესაც ტერფის ძვლოვანი სტრუქტურა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული). მკურნალობა შესაძლებელია ინდივიდუალური სუპინატორითა და ტერფის ვარჯიშით. ზრდასრულ ადამიანში ბრტყელტერფიანობით გამოწვეული ჩივილების (ტერფის, წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის, წელის, ზურგის, კისრის მიდამოში) თავიდან აცილება შეიძლება ინდივიდუალური ღაბაშის საშუალებით.